თურქეთი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის მეგობარი და საიმედო პარტნიორი

11/03/2016

თურქეთი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის მეგობარი და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა.
მისივე თქმით, ბოლო 25 წლის მანძილზე, თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უპირობოდ უჭერს მხარს.

“საქართველო და თურქეთი ერთად მონაწილებენ რეგიონული და გლობალური მასშტაბის პროექტებში. მათ შორისაა ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ენერგო დერეფნის პროექტი, რომლის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ მიმდინარე წლის ზაფხულში. ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის წარმატებით განვითარებული პროექტი, ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება.
ჩვენი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში თურქეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ინიციატივებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უკავშირდება.
მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ხალხების, სახელმწიფოების და მთლიანად რეგიონის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0