თორნიკე რიჟვაძე, ჩაქვის მოსახლეობას შეხვდა

31/01/2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად ჩაქვის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მოსახლეობამ ხელმძღვანელებს მათთვის არსებითი პრობლემური საკითხები გააცნო. მუნიციპალიტეტის სამსახურების უფროსებმა ერთად მოისმინეს თითოეული მათგანის მოსაზრება რეგიონის განვითარებასთან და პრობლემებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც იმსჯელეს. განისაზღვრა დასახული გეგმების დროული განხორციელების დეტალები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0