თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში სტადიონის ხელმძღვანელობას შეხვდა

27/07/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის ტურისტული სეზონისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ, ქალაქის მთავარ ფეხბურთის სტადიონს „ჩელე-არენას“ ესტუმრა. თორნიკე რიჟვაძე სტადიონის ხელმძღვანელობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ამ ეტაპისთვის ქობულეთის მერიის მხარდაჭერით საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ სავარჯიშო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით სტადიონზე ხელოვნური საფარი ბუნებრივით შეიცვალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0