მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე თოვს. ღამით იყო ძლიერი ქარბუქი.თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 120-140 სმ აღწევს. საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეჩერებულია. ორხიდიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებამდე. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელია.
ღამით კვლავ დაზიანდა ელექტრომეურნეობა და დენი მუნიციპალიტეტს ღამით საათებში წყვეტილად მიეწოდებოდა. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება ბარათაულის, ჭვანის, წყალსაყრის, ოლადაურის, უჩამბის, ნაწილობრივ შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.
მუშაობს საჯარო სკოლების დიდი ნაწილი, სახელმწიფო დაწესებულებები, მოსახლეობა უზრუნველყოფილია სათბობით.
სააღმზრდელო დაწესებულებიდან მუშაობს მხოლოდ დაბისა და ჭვანის ბაგა-ბაღები. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში კვლავ აგრძელებს მუშაობას. ყველა სიტუაცია კონტროლზეა.
თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-50 სმ-ია
08/12/2016