თიანეთში უფასო სამედიცინო აქციები გრძელდება

25/04/2016

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული, ადეკვატური მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან, სხვადასხვა მიზეზის (გეოგრაფიული, სოციალური, ფინანსური) გამო, ხშირად მოსახლეობას უჭირს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება. ამ სიტუაციის გათვალისინებით, განსაკუთრებით მნიშნველოვანია ადგილებზე პროფილაქტიკური გასინჯვების ჩატარება.
ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ
„ენმედიც“-ის ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, თიანეთის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა პროფილის კვალიფიციური ექიმები ესტუმრნენ.
მოსახლეობას კონსულტაცია გაუწიეს: ენდოკრინოლოგმა, ნევროლოგმა, კარდიოლოგმა,ოტორინოლარინგოლოგმა, თერაპევტმა, ოფთალმოლოგმა, ანგიოლოგმა.
გაკეთდა კლინიკურ – დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
ისარგებლა 150-მდე მოქალაქემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0