ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დაზარალებულია სინომიანთხევის, ღულელების, ხევსურთსოფლისა და სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები. დატბორილია ნათესები, ეზოები, საცხოვრებელი სახლის სარდაფები. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები, განსაკუთრებული ზარალი მიადგა სოფ. საყდრიონის საბავშვო ბაგა-ბაღის შენობას. მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა სოფლების შიდა გზები.
დაზარალებული სოფლები ადგილზე მოინახულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა, შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
თიანეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
07/07/2016