„შეხვედრა პოლიტიკოს ქალბატონებთან“- ამ შინაარსის შეხვედრა გაიმართა დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში.
თიანეთის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეები , სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, პედაგოგებთან- ნინო ბაიდაურთან და ლეილა ლევერაშვილთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ქალბატონ ლელა ქიტესაშვილსა და გამგებლის მოადგილეს, ქალბატონ ლალი ბუწანკალურს შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა, მათთვის საინტერესო შეკითვებზე, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან.
სამოქალაქო განათლების პროგრამა – „მომავლის თაობა“, ორგანიზაცია PH internacional-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა.
თიანეთში პოლიტიკოს ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა
17/03/2016