თიანეთში კულტურის სახლის სარეპეტიციო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

04/05/2016

სამიოდე თვეა, რაც საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ქორეოგრაფი ოთო ლევერაშვილი კულტურის სახლს და ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,მზეკარს” ჩაუდგა სათავეში.
ანსამბლის ჩარიცხვის მსურველთა რიცხვის გათვალისწინებით აუცილებელი გახდა სარეპეტიციო დარბაზის გაფართოება-რეაბილიტაცია და სამეცადინო პირობების გაუმჯობესება.
ერთი თვეა,სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გამარტივებულ ელეტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს.,,ემარდი კონსტრაქშენი” ახორციელებს.
რამდენიმე დღეში ახალგარემონტებულ დარბაზში განახლდება რეპეტიციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0