20 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ა.(ა).ი.პ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭრით თიანეთის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბატონი კობა არაბული, ა.(ა).ი.პ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი ატაშვილი და თიანეთის მუნციპალიტეტის გამგებელი ქალბატონი ლელა ქიტესაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საჩუქრად ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს. კერძოდ:
*მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა და თანამშომლებს საჩუქრად საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადაეცათ (541 ამანათი);
* მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს გადაეცათ საკვები პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები;
* ორ მოქალაქეს გადაეცა სპეციალური საჭიროების ეტლ-სავარძელი.
სტუმრებმა პირადად მოინახულეს დაბა თიანეთში მცხოვრები მარგალიტა ბიჩინაშვილი და სპეციალური საჭიროების ეტლ-სავარძელი, ხელჯოხი, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადასცეს.
„ავერსის“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორის ბატონი პაატა კურტანიძის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას „ავერსის“ წარმოების 28 დასახელების მედიკამენტი დაურიგდება.
აქვე გაცნობებთ, რომ 23 თებერვალს, 11 საათზე, ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი „ენდმედიცი“ თიანეთის სამედიცინო ცენტრში გეგმავს საქველომოქმედო აქციის ჩატარებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პაციენტების პროფილაქტიკურ გასინჯვებს და კონსულტაციებს განახორციელებენ სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტები: ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოლოგი. ასევე განხორციელდება კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები. აღნიშნულ აქციაზე ზემოთ ხსენებული მედიკამენტები პაციენტებს დანიშნულების მიხედვით უფასოდ გადაეცემათ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი მადლობას უხდის ა.(ა).ი.პ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ დირექტორს ბატონ გიორგი ატაშვილს და „ავერსის“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს ბატონ პაატა კურტანიძეს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისადმი გაწეული გულისხმიერებისა და დახმარებისათვის.