თიანეთის მუნიციპალიტეტში 2 ახალი ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

09/12/2024

თიანეთის მუნიციპალიტეტში 2 ახალი ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტების ფარგლებში, დაბა თიანეთში მოეწყო 35 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცე, სადაც დამონტაჟებულია გარე განათება და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, დაბა თიანეთშივე, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მოეწყო ახალი სპორტული მოედანი, სადაც დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები; გაკეთდა გადახურული ტრიბუნები და გარე განათების სისტემა. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მოინახულეს მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მისმა მოადგილეებმა – გიორგი ჩიფჩიურმა, გიორგი კაპანაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ავტოსადგომის მოწყობის პროექტი დაფინანსდა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო სპორტული მოედანი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მოეწყო.
შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 458 000 ლარს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0