თიანეთში ტრადიციულად დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ქალბატონი ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, დ. თიანეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლებმა ვარდები და სხვადასხვა სახეობის ყვავილების ნერგები დარგეს.
ყვავილების დარგვის პროცესში უშუალო მონაწილეობა მიიღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა და მოადგილე ლალი ბუწანკალურმა.
2009 წლის 22 აპრილს, გაეროს გენერალური ანსამბლეის 63-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 22 აპრილი დედამიწის დღედ გამოცხადდა.ამ დღეს თიანეთის მუნციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს.
თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკს „სიყვარულის ბაღი“ დაამშვენებს
22/04/2016