ხიდის სამშენებლო სამუშაოები შპს „ბესკომ“ განახორციელა. პროექტი 449 930 ლარით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის მაისში. დასაქმებული იყო 7 ადამიანი, მათ შორის, ერთი ადგილობრივი მკვიდრი. რეაბილიტირდა ხიდამდე და სოფ.თეთრახევამდე მისასვლელი გზა. (დაახლ. 200 მეტრი). განხორციელდა, აგრეთვე, მდ. ქუსნოს ნაპირსამაგრი სამუშაოები – 70 მ. სიგრძის გაბიონის მშენებლობა.
თიანეთისა და სოფ.თეთრახევას დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა
08/08/2016