თერჯოლის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა

14/07/2016

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ თერჯოლის რაიონის ინდივიდური გამრიცხველიება და ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა. ეს პროცესი სოფელ ბროლისქედში, ბოლო მრიცხველის დამონტაჟებით დასრულადა. მხოლოდ თერჯოლის რაიონის გამრიცხველიანებისთვისთვის კომპანიამ განახორციელა 5 654 950 ლარის ინვესტიცია. ევროპული სტანდარტების მქონე ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდა 16 157 აბონენტს.

ინდივიდუალური გამრიცხველიანების ბოლო სამუშაოების მიმდინარეობა სოფელ ბროლისქედში დაათვალიერეს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ გივი ჯღარკავამ და თერჯოლის გამგებელმა თემურ ჯაფარიძემ.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ მრიცხველების მონტაჟს; აღნიშნული პროცესი მოიცავს აგრეთვე 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციასაც, რომლის დროსაც ხდება ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება.

„ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანია კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციებს საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელში.“ – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში.

გამრიცხველიანების გეგმის მიხედვით, 2016 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 13 რაიონის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. გამრიცხველიანების პროექტი სრულად ფინანსდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0