თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა

05/02/2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილე მერაბ სირაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები და სხვა თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან თითოეული სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, ასევე მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რის შემდეგაც გასცა დავალებები ყველა იმ პრობლემური საკითხის შესწავლისა და მოგვარებისათვის, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის. „მე უნდა მქონდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარი და დაგეგმილი ყველა აქტივობის შესახებ, ასევე თითოეული სოფლისა და უბნის ყველა პრობლემის შესახებ, ყველა იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოებს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურა. ყველა სამუშაო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება, უნდა იყოს ჩატარებული ხარისხიანად. ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება და გაკეთდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. ყველა პროექტი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი მთავრობის შესაბამისი უწყებების წინაშე, დამტკიცებულია სათანადო ფინანსური უზრუნველყოფით. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ხელისუფლება არის ხალხთან ახლოს, ხალხის სამსახურში“-განაცხადა თათბირზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0