თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორმა, დეტალური ინფორმაცია წარმოადგენს მავნებელთან დაკავშირებით, არსებულ სიტუაციასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო სისტემის უზრუნველყოფის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგიც განხორციელდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ქალაქ თერჯოლაში ასევე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტებზე ჯამში 370 000 – მდე ლარი იხარჯება, სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა
28/09/2017