თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის სახლდაზიანების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქვედა სიმონეთისა და ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს საცხოვრებელი სახლი საჩუქრად გადაეცათ.
აღნიშნულ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულო თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ოჯახის წევრებს ესაუბრა, მოისმინა მათი ყოფითი პრობლემები და მომავალშიც გვერდით დგომას დაჰპირდა.
“თერჯოლის მუნიციპალიტეტში “სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში სულ სამი სახლი აშენდა, პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა წელსაც გრძელდება, რომლის ფარგლებში 5 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეძლებს პროგრამით სარგებლობას.“-განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო. მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის თანხა 175 000 ლარამდე გაიზარდა, რომლის ფარგლებში 5 საცხოვრებელი სახლი აშენდება.