თერჯოლის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება-ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება. მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩატარდა. შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს:
სოფ. ქვედა ალისუბანი:
აბისინიის უბანში ჭის გაჭრა;
ბუცხრიკიძეების უბანში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა;
გმირთა მემორიალისათვის ძელ-სკამის შეძენა და არსებულ ბოძებზე გარე განათების მოწყობა;
ცენტრალური გზის მონაკვეთზე გარე განათების მოწყობა.
სოფ. ზარნაძეები:
სასაფლაოზე შესასვლელი ჭიშკრისა და სპორტული მინი მოედნისათვის ლითონის მილების შეძენა;
სასმელი წყლისათვის 20 ტონიანი ავზისა და პოლიეთილენის მილების შეძენა.
სოფ. თხილთაწყარო:
5 გრძ.მ. ცხაურის მოწყობა;
ბოგირის მოსაწყობად 500 მმ დიამეტრის ლითონის მილის შეძენა;
სანიაღვრე (ბეტონის) არხის მოწყობა.
სოფ. მაჩიტაური:
ორი წყაროს მოპირკეთება და წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია;
სოფ. ზედა ალისუბანი:
ზედა ალისუბნის ცენტრში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა;
გარე განათების მოწყობა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.
მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრები პარასკევს, 1-ელ თებერვალს რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში 12:00 საათზე, ხოლო ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში 14:00 საათზე გაიმართება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.