თერჯოლაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იგეგმება

11/08/2017

სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას თერჯოლის მოსახლეობაც შეძლებს.
რამდენიმე ვარიანტს შორის, სადაც იუსტიციის სამინისტროს სისტემის სერვისების ინფრასტრუქტურის მშენებლობაა დაგეგმილი, ერთ-ერთი სოფ. ზედა საზანოა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ, გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ნუგზარ ფანჩულიძემ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს და ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიზე საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით 45 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0