თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ წევრმა თემურ გრიგალაშვლმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა, სადაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული საგზაო ტენდერებისა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე ისაუბრა.
დეპუტატმა ბრიფინგზე ერთ-ერთი სატენდერო განაცხადთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, მიმდინარე წელს სამუშაოები კვლავაც უხარისხოდ ჩატარდება.
საკრებულოს წევრმა კონკრეტულად მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებული ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებზე ისაუბრა.
,,განსხვავება აქ მხოლოდ სათაურშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენდერის შემდგენელს ორივე სანაპიროზე არსებული ქუჩების ტექნიკური მდგომარეობა იდენტურად მიაჩნია’’,-განაცხადა გრიგალაშვილმა და ამის დასტურად რამდენიმე მაგალითი დაასახელა.
საკრებულოს დეპუტატმა დავით ნარმანიას საქმიანობა გააკრიტიკა და დედაქალაქში სხვადასხვა პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი მითითებებიც გაიხსენა.
თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგზე მერიის მიერ გამოცხადებულ საგზაო ტენდერებზე ისაუბრა
21/01/2016