ქ. თელავში, ნადიკვრის ქ. #23-ში, IT აკადემია STEP-ის ფილიალი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა- გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – არჩილ თხლაშიძემ და IT აკადემია STEP-ის თანა დამფუძნებელმა- მაკა მახათაძემ გახსნეს. IT აკადემია STEP-ი დღეისთვის უკვე 18 ქვეყანაში 55 ფილიალით არის წარმოდგენილი. ამჯერად, IT აკადემია STEP-ის დიდ ქსელს მორიგი 56-ე ფილიალი შეემატა ქ. თელავში. აკადემია 20 წლიანი გამოცდილებით პროფესიულ, უმაღლეს და დაწყებით IT პროგრამებს ამუშავებს. IT აკადემია STEP-ის თელავის ფილიალია წარმოდგენილია, როგორც მცირე აკადემია 9-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ამავდროულად, 15-დან 18 წლამდე მოზარდებს სთავაზობს7 პროფესიას სკოლის პარალელურად კომპიუტერული დიზაინის მიმართულებით. მხარის გუბერნატორმა IT აკადემია STEP-ის თელავის ფილიალის გახნის ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და აკადემიის დამფუძნებლებსა და აკადემიაში სწავლის მსურველებს წარმატებები უსურვა.
თელავში IT აკადემია STEP-ის ფილიალი გაიხსნა
30/09/2018