თელავში 103 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ

08/01/2019

თელავში, სამხედროს ქალაქის მცხოვრებლებს ბინები საკუთრებაში გადაეცათ. 103 ოჯახს ბინები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი ყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ. ადგილობრივებს ბინების დაკანონება კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა მიულოცეს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად მოხდება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მოხდა აღნიშნული ბინების აზომვა და რეგისტრაცია, რის შემდეგაც უძრავი ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0