ერეკლე მეფის დაბადებიდან 296 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტები, ღვინისა და სოფლის ნობათის, ხალხური რეწვის ნუმუშების გამოფენა გაყიდვა, მოხდა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში და თელავში, ერეკლე მეორეს სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში თელავის სახელმწიფო თეატრის წინ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიება ჩატარდება, გაიმართება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მოეწყობა წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვის, ფოტო, მუსიკალური და „სოფლის ნობათის“ პავილიონები. მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის და წინსვლისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ წელს თელავი ერეკლეობას შესრულებული დაპირებებით ხვდება. ერეკლეობის დღესასწაული ერეკლე მეფის დაბადების დღეს უკავშირდება. ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს, თელავში დაიბადა.
თელავში დღეს ერეკლე მეორის დაბადების დღე აღინიშნა
07/11/2016