თელავში ალექსი ხეჩაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

27/09/2016

თელავში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გმირულად გარდაცვლილი ალექსი ხეჩაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებას ეკუთვნის. დაფა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე ალექსი ხეჩაშვილის საცხოვერებლი სახლის კედელზე განთავსდა. მემორიალის გახსნას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0