ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა ღვაწლმოსილ ხაზვის პედაგოგს ელენე აღდგომელიძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს. ქალაქის მერმა და ვიცე-მერმა პედაგოგს ყვავილების თაიგული გადასცეს და მადლობა გადაუხადეს ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.
ქალბატონი ელენე დღესაც დიდი შემართებით განაგრძობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ახალგაზრდებისთვის ხაზვის სწავლებას.
თელავის მერმა 80 წლის იუბილე ხაზვის მასწავლებელს მიულოცა
16/03/2016