თელავის მერი იაპონიის ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა

23/09/2016

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე შეხვდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ეგიდით გამართული შეხვედრის მონაწილეებს, რომელსაც ესწრებოდნენ იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და წარმატებული ქართველი მეწარმეები.
იაპონელმა სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს იაპონელი მეწარმეების წარმატებული პრაქტიკული საქმიანობის მაგალითები. სტუმრებმა აგრეთვე მოისმინეს ინფორმაცია ქართველი მეწარმეების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე დაისახა გამოცდილების გაზიარების და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრა თბილ და საქმიან ატმოსფეროში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0