თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2023“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, ეთნობაზარი, სახელოვნებო განყოფილების ნამუშევრების, ეთნოგრაფიული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების გამოფენა. ასევე, გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. დღის ბოლოს გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მუსიკალური კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ და ანსამბლი „ჩვენებურები“. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა შოვში ტრაგიკულად დაღუპული გიორგი გოგინაშვილის სახელობის ტურნირის ფინალი ფრენბურთში. გამარჯვებულ გუნდს თასი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
„გარისობის“ სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატი, გოგი მეშველიანი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორი, კახაბერ მჭედლიშვილი, მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2023“ აღინიშნა
30/09/2023