თეა წულუკიანმა ჭრებალოში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

Wednesday November 20th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბარში წულუკიანმა აღნიშნა, ჭრებალოელები ადგილზე მიიღებენ იმ სერვისებს, რომლითაც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ.

“ჩვენ მათ დავპირდით, რომ ერთ სივრცეში ექნებათ ევროპული სტანდარტების საზოგადოებრივი ცენტრი, უფასო ბიბლიოთეკა, კომპიუტერები და უკაბელო ინტერნეტი. დღეს გავეცანით მშენებლობის ხარისხსა და ტემპს,რომელიც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძველით ახალ წელს, ჭრებალოში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გავხსნათ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცენტრი ჭრებალოსა და მიმდებარე სოფლების − ზედა და ქვედა ჭყვიშის, პირველი და მეორე ტოლის, ქვიშარის, ჟოშხის, გენდუშის, პატარაონის, შავრის, ბაჯის, ღადიშის, ღვარდიის − და სხვა დასახლებების 5 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.
ცენტრის გახსნის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპით კომფორტულ გარემოში სწრაფად მიღებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0