თეა წულუკიანი, საჩხერეში პაოლო იაშვილის შთამომავლებთან ერთად დიდი ქართველი პოეტის სახლ-მუზეუმს ესტუმრა

15/04/2022

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი საჩხერეში პაოლო იაშვილის შთამომავლებთან ერთად დიდი ქართველი პოეტის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მინისტრმა და მხარის რწმუნებულმა დაათვალიერეს სახლ-მუზეუმის შენობა და პაოლო იაშვილის შთამომავლებისგან, გიორგი და მერაბ ნიჟარაძეებისგან მიიღეს ინფორმაცია მუზეუმის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ამასთან, მუზეუმში გაიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული, კალიგრაფიის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. ასევე ხელისუფლების წევრები საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრს ესტუმრნენ და სპექტაკლს „ფუტურო ადამიანები“ დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0