თეა წულუკიანი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

20/01/2021

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული კავშირების გაღრმავებაზე. ხაზი გაესვა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კომუნიკაციისა და ამ კონტექსტში, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების დინამიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და ლიეტუვის ელჩმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპუაშვილი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0