იუსტიციის მინისტრი დღეს, რიგით 43-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ, კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარს ეწვია. თეა წულუკიანმა ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა. კუმურდო X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ამჟამად ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, ძლიერადაა დაზიანებული ტაძრის დასავლეთი მხარე. კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის ღდგენა უკვე მიმდინარეობს.
თეა წულუკიანი კუმურდოს საკათედრო ტაძარს ეწვია
14/11/2016