იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თურქეთის ახალი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი და საკონსულო საკითხებში პირველი მდივანი ბურაქ ბაჰჩეჯი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. მინისტრი თურქეთის ელჩს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო. ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოში თურქეთის ელჩად 2017 წლის 15 დეკემბერს დაინიშნა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.
თეა წულუკიანი თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა
08/01/2018