საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან, 420 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების მიზნით, 200 000-მდე ლარი გამოიყო. სამუშაოებს კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ აწარმოებს.
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მმართველის გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრები დევნილი ოჯახები ბუნებრივი აირით სარგებლობას 2018 წლის თებერვლიდან შეძლებენ.
თბილისში 420 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
29/01/2018