თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის, ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები იზრდება

15/12/2023

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო გამეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.

ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.
ჯერ კიდევ მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. ამასთანავე, პროექტის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება;
•საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;
•იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;
•მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; • ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო უნარის დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართულ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. კანონპროექტით, კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი იქმნება, რაც ბენეფიციარებს ადაპტირებული ნაწარმოებების მათთვის ხელმისაწვდომ ფორმატში მოპოვების შესაძლებლობას მისცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0