თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში მოხდა. როგორც prof-news-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
12/04/2016