თბილისში ახალი ავტობუსების შემოსაყვანად გამართულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია 10 დღეში დასახელდება

23/04/2016

თბილისში ახალი ავტობუსების შემოსაყვანად გამართულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს 10 დღეში დასახელდება. ამის შესახებ prof-news-ს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დავით ნარმანიას თამით, კომპანიის გამოსავლენად წარდგენილი წინადადებების შერჩევ-შეფასების ტექნიკური ნაწილი თითქმის დასრულებულია.

„დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ერთ კვირაში – 10 დღეში საბოლოო შედეგი გვექნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი 22 იანვარს გამოაცხადა. დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარსადგენად 45-დღიანი ვადა ჰქონდათ. ტენდერში მონაწილეობის სურვილი 7-მა უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა. სატენდერო დოკუმენტაცია მერიაში 16 მარტს გაიხსნა.

თბილისის მერია წელს 150 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, რომლებიც კომპენსირებულ ბუნებრივ აირზე იმუშავებენ. ავტობუსების შეძენა 30 მილიონი ევროს ოდენობის “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” სესხით მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0