თბილისის სხვადასხვა დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

23/01/2024

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში მოსული ნალექის გამო გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა. ტექნიკური მარილი დაიყარა კოჯორში, შინდისში, წავკისში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, წყნეთი-ბეთანიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდგორში და თელოვანში. შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
თოვლიანობის გამო, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0