20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება.
N421 მარშრუტი მეტროსადგურ „გურამიშვილს“ ურეკის ქუჩის გავლით, ზღვისუბნის XI-III-IV მიკრორაიონებთან დააკავშირებს.
N441 მარშრუტი გადაადგილდება სოფელი დიღმის ცენტრიდან ამავე სოფელში, რუსთაველის, ყაზბეგისა და ფიროსმანის ქუჩების მიმართულებით.
N443 მარშრუტი სოფელი დიღმის ცენტრიდან მოემსახურება სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანს.
N446 მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით გადაადგილდება მაისურაძისა და ინგუშეთის ქუჩების მიმართულებით.
N454 მარშრუტი მოემსახურება ვარკეთილის III ა მიკრორაიონს მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და ჩაანაცვლებს მარშრუტს – N54.
N494 მარშრუტი მოემსახურება მუხიანის აგარაკებში ვარდისუბნის ქუჩას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ამავდროულად, ჩაანაცვლებს მარშრუტს – N104.
აღნიშნულ მარშრუტებზე ახალი, ლურჯი მიკროავტობუსები იმოძრავებენ.