გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტის გრიპით ავადობა დაფიქსირდება, სააგენტო იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კერძოდ, იმისთვის, რომ შემცირდეს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან, მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს და მინიმუმ, სამი სამუშაო დღით შეაჩერებს სააღმზრდელო პროცესს.