თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

23/09/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სსიპ ქ. თბილისის N113 საჯარო სკოლისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, N113 საჯარო სკოლისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების ინიციატივა აღნიშნული სკოლის მოსწავლეებსა და თვითმმართველობას ეკუთვნის.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებები უსურვეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად აღნიშნული სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0