თბილისის მერი ჩინეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

03/06/2016

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს ძველი თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერებინა.
სტუმრებმა აბანოთუბანი, მეტეხის პლატო და სამების საკათედრო ტაძარი მოინახულეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია, სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის ჭანგ გაოლის ხელმძღვანელობით, საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0