თბილისის მერი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს შეხვდა

06/07/2021

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ანარ კარიმოვ გაბილ ოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მხარეებმა განიხილეს თბილისისა და ბაქოს დამეგობრების საკითხი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აზერბაჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კულტურის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების დაცვის, განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსი აზად ჯაფალი და „SOCAR Energy Georgia”-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამადოვი, ქართული მხრიდან კი მერის მოადგილეები: ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0