თბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

01/03/2020

თბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. რეკომენდაცია დედაქალაქის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე, ბაქტიციდი – აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასამუშაო საათებში. დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. სპეციალური ხსნარებით იწმინდება ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრები და სახელოვნებო სკოლები. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0