თბილისის მერიის განცხადება ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება

11/07/2016

ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება. შესაბამისად, 12 ივლისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე.
ბარნოვის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები კი პეტრიაშვილის, გოგებაშვილისა და მაყაშვილის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან.
შანიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეები გადაადგილებას დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0