თბილისის მერიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 5-წლიანი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებში პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ. მემორანდუმის მიზანია სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება; სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. სტაჟირების მაქსიმალური პერიოდი 6 თვე იქნება და მოიცავს სხვადასხვა პროფესიებს. პირველ ეტაპზე იგეგმება არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სტუდენტების სტაჟირება თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში.
თბილისის მერიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
09/06/2023