თბილისის ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება

14/11/2016

თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება. 160 000 ძირი „ვიოლა პენსი“ უკვე დაირგო რუსთაველის პროსპექტზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვარკეთილის მასივში და განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადის ქოთნები. გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს სააკაძის მოედანზე, დიღმის მასივში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ და ორთაჭალაში – გულიას მოედანზე. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ნოემბრის ბოლომდე ექვსი სხვადასხვა ფერის 500 000 ძირ „ვიოლას“ დარგავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0