თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

06/11/2017

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის 4 ფაქტი აღიკვეთა. სომხეთის მოქალაქებს ლ.ჰ-ს, ა.ჰ-ს, ა.გ-სა და გ.გ-ს, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 399.65 გრამი) ნაკეთობები საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26,063.87 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 26,063.87 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0