თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი გაიმართა

Tuesday June 14th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი გრძელდება. 13 ივნისს, რუსთაველის თეატრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასის დადგმას “ვერტიგო 20” დაესწრო. ქორეოგრაფი – ნოა ვერტჰაიმი.
თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალი წელს პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს.

ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება.

ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “პლატფორმა ცვლილებებისთვის”. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ისრაელის საელჩო, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან: გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, Artarea, ევროპის სახლი, უზრუნველყოფს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0