თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მონიტორინგის მიზნით ბაგა-ბაღებს ეწვია.
დეპუტატი აღმზრდელებს ადგილზე გაესაუბრა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სახეზე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მიმდინარე სააღმზრდელო პროცესის პოლიტიზირების მცდელობაა.
„”ნაციონალური მოძრაობის” მანკიერი პრაქტიკა ბაგა-ბაღები პარტიულ შტაბებად ექციათ და ბაღებში პოლიტიკა ეკეთებინათ წარსულს ჩაბარდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბაღებში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, დაინერგა სასკოლო მზაობის პროგრამა, აშენდა ახალი ბაღები , ასევე ბაგა-ბაღებში განხორციელდა მრავალი პროექტი, გაუმჯობესდა კვება და აღმზრდელებისათვის სოციალური პირობები და რაც ყველაზე მთავარია, საჯარო ბაგა-ბაღები გახდა უფასო“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატი მუნიციპალური ბაღების მონიტორინგს კვლავ გააგრძელებს.
თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღების მონიტორინგი განახორციელა
24/03/2016