თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან თემურ თორდინავასთან ერთად ნაძალადევის რაიონში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი მოინახულა და აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
N113-ე ბაგა-ბაღი თემქაზე, ურეკის ქუჩა N4-ში მდებარეობს, სადაც ამჟამად 350 აღსაზრდელი ირიცხება. საბავშვო ბაღი ძველი, დახურული ბაღის ადგილას აშენდა, შენობა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და იგი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
N113-ე ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ ხუთი ახალი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის შემოდგომაზე შევიდა.
თამარ ტალიაშვილმა ახალად აშენებული113-ე ბაგა ბაღი დაათვალიერა
20/09/2017