თამარ ტალიაშვილი შშმ ჩვილ ბავშვთა საკითხებზე UNICEF-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Wednesday January 20th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარ შშმ ბავშვებისთვის გარემო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ჩართულობის საკითხებზე UNICEF-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დეპუტატის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტი შშმ პირთა საკითხებსა და მათთვის ადაპტირებული გარემოსა და სერვისების შეთავაზებაზე, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათი უფლებების დაცვაზე აქტიურად მუშაობს. თამარ ტალიაშვილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. 2015 წლიდან ამოქმედდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, ამასთან, მიმდინარეობს ბაგა-ბაღების შენობების ადაპტირება, თბილისის მასშტაბით უკვე დასრულდა 160 ბაგა-ბაღის ცენტრალურ შესასვლელებში პანდუსების მოწყობა, ხოლო სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უფასო ბაგა-ბაღების სერვისით სარგებლობის უფლება გაუხანგრძლივდათ. დასასრულს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და UNICEF-ის წარმომადგენლები: მაგული შაღაშვილი და ჯაბა ნაჭყებია შშმ ბავშვთა საჭიროებების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარების მიზნით ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0